ჩვენს შესახებ
"კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ 2019 წლიდან აწარმოებს კახური ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ჩურჩხელას. გვაქვს 5 სახეობის ჩურჩხელა. ჩურჩხლის წარმოება საქართველოში ძალიან გავრცელებულია, მაგრამ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტი გამოირჩევა ბაზარზე მასში შემავალი ინგრედიენტების (ბადაგი, ნიგოზი,თხილი, ნუში) მაღალი ხარისხიანობით, რომლის შენარჩუნებაც არის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი. წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ ჩვენ მიერ დამზადებული ბადაგი (ყურძნის წვენი), რომელიც 80% არის კახეთში ჩვენივე საკუთრებაში არსებული ვენახებიდან აღებული მოსავლებიდან დამზადებული.
დამზადებული პროდუქციის მთავარი ინგრედიენტები არის, ყურძნის წვენი (საფერავი, რქაწითელი) ნიგოზი, თხილი, ნუში, ხორბლის ფქვილი პირველი ხარისხის, მარილისა და შაქრის შემცველობა განპირობებულია ბუნებრივი შემცველობით.არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს.