კახური ტრადიციული ჩურჩხელა
"კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ 2019 წლიდან აწარმოებს კახური ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ჩურჩხელას. გვაქვს 5 სახეობის ჩურჩხელა. ჩურჩხლის წარმოება საქართველოში ძალიან გავრცელებულია, მაგრამ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტი გამოირჩევა ბაზარზე მასში შემავალი ინგრედიენტების (ბადაგი, ნიგოზი,თხილი, ნუში) მაღალი ხარისხიანობით, რომლის შენარჩუნებაც არის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი. წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ ჩვენ მიერ დამზადებული ბადაგი (ყურძნის წვენი), რომელიც 80% არის კახეთში ჩვენივე საკუთრებაში არსებული ვენახებიდან აღებული მოსავლებიდან დამზადებული.